ახალი ამბები
აზერბაიჯანში გამართული კარატეს საერთაშორისო ტურნირიდან ზუგდიდელებმა სამი მედალი მოიპოვეს (ვიდეო)
აზერბაიჯანში 4-5 მაისს გამართულ კარატეს საერთაშორისო შეჯიბრიდან 5 სპორტსმენიდან 3 მედლით დაბრუნდა. შეჯიბრიდან დაბრუნებულებს „სპორტის განვითარების ცენტრის“ დირექტორი გოჩა ჩიქოვანი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია დახვდნენ. კარატეს ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის მამუკა ყურაშვილის ინფორმაციით,  საქართველოს გარდა ღია ტურნირში მონაწილეობას 10 ქვეყანა იღებდა.

საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

პირველი ადგილი - ალექსანდრე თოდუა;
მეორე ადგილი -  საბა კეკუტია;
მესამე ადგილი- ნიკოლოზ კონჯარიამ;


Print