ახალი ამბები
დეპუტატებმა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზი მოინახულეს
პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და  კომიტეტის წევრებმა საოკუპაციო ხაზის აფხაზეთის მონაკვეთზე არსებული გადასასვლელები და საგუშაგო პუნქტები დაათვალიერეს და იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. დეპუტატებმა ენგურის ხიდი და სოფლები: ორსანტია, ხურჩა, საბერიო და დარჩელი მოინახულეს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.

„ადგილზე გავეცანით სიტუაციას, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების პირობებს, შესაძლებლობებს, აღჭურვილობას და მათ უსაფრთხოებას. ეგრეთ წოდებული სასაზღვრო პუნქტები, რაც დღეს მოვინახულეთ, ყველაფერი დროებითია. ცივილიზაციას და ბუნებრივ წესრიგს ვერ გაექცევა ვერანაირი იმპერიალიზმი და მათ შორის, ვერც რუსეთი. ჩვენსა და ჩვენს თანამოქალაქე აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას ყველაფერი საერთო გვაქვს - მიწა, გეოგრაფია, სამშობლო, ურთიერთობები, ტრადიციები. სამწუხარო რეალობაა, რომ ეს ოკუპაცია ყველას შეგვეხო, რადგან რუსეთს თავისი ვიწრო ინტერესი აქვს, რომელიც იმპერიალისტურ ძალას ემსახურება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

სოფელ ხურჩაში არსებულ გადასასლელთან დეპუტატებმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ადგილი მოინახულეს.

„საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელმა საკუთარ თავზე გამოსცადოს ქართული მართლსაჯულების ძალა და სიმკაცრე. ასევე ვაკეთებთ ყველაფერ იმისთვის, რომ დადგინდეს ჩვენი თანამოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას რუსეთის ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების გარემოებები“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ.

რაც შეეხება კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებას, დეპუტატის განცხადებით, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების მონახულება და შესწავლა მომავალშიც გაგრძელდება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 28 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.