ახალი ამბები
სოხუმში დაზიანებული პალმების წამლობა მიმდინარეობს
სოხუმში დაიწყო პალმის მავნებლის, წითელი ცხვირგრძელას წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების მესამე ეტაპი, წერს გამოცემა „აფსადგილ ინფო“. მცენარეების ინსექტიციდებით შეწამვლა ეკოლოგების მიერ შეთავაზებული სქემით მიმდინარეობს. სამუშაოებს ქალაქის კომუნალური სამსახურები აწარმოებენ.

გასულ წელს აფხაზური მედია წერდა, რომ აფხაზეთში პალმები განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან იუბეას (Jubaea) ჯიშის პალმები, რომლებიც აფხაზეთის თითქმის ყველა ქალაქს ამშვენებს - დაავადებულია. ამავე ცნობით, მათი დაზიანება პალმის წითელმა ცხვირგრძელამ (Rhynchophorus ferrugineus) გამოიწვია. ამავე ცნობით, მავნებლის ეს სახეობა 2013 წელს სოჭიდან გავრცელდა. 

მავნებლის მიერ დაზიანებული ხეები შარშანაც შეწამლეს, თუმცა, ამას შედეგი არ გამოუღია და ქალაქის ცენტრში 10 - მეტრიანი პალმების მოჭრა გახდა საჭირო. ყველაზე რთული სიტუაცია გაგრის ზონაში შეიქმნა, სადაც წითელმა ცხვირგრძელამ 100 - ზე მეტი პალმა დააზიანა. 


Print