რეგიონი
ფაიფურის დასახლებაში მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს
ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში, ჩიქოვანის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მამაკაცის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა. სავარაუდოდ, სამართალდამცავ ორგანოებს ახლობლებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც 70 წლამდე მამაკაცი რამდენიმე დღის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოდიოდა.

ამ წუთებში ადგილზე პოლიცია მუშაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.






Print