ახალი ამბები
ახუთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა (ფოტო)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, წუხელ, გვიან ღამით, დაზმირ ნაროუშვილის ორსართულიანი სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა. ჩხოროწყუს მერიის ინფორმაციით, მთლიანად დამწვარია ასევე დამხმარე ნაგებობები. ვერ მოხერხდა საოჯახო ავეჯისა და ტექნიკის გადარჩენაც. ამავე ცნობით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი. 

ხანძრის ლიკვიდირებას სამი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ცდილობდა.

მომხდარის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მერი დათო გოგუა, მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულ ოჯახს ,,ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პროგრამის“ ფარგლებში 5 000 ლარს ჩაურიცხავს. ასევე, დაზმირ ნაროუშვილს გადაეცემა ხე მასალა.


Print