ახალი ამბები
გიორგი შენგელია: 6 თვეა მოსახლეობას ვხვდები და კონკრეტული გეგმები ჩამომიყალიბდა, რა სჭირდება დღეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ®
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას განცხადებით, შეხვედრები წინასაარჩევნო პერიოდში არ დაუწყია და მოსახლეობასთან  აქტიური კომუნიკაცია 6 თვის წინ, მერის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ დაიწყო.

,,6 თვეა მუნიციპალიტეტში დავინიშნე მერის პირველ მოადგილედ, ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად მიწევდა მოსახლეობასთან შეხვედრა,  ვეცნობოდი მათ პრობლემებს და ამ შეხვედრებიდან გამომდინარე  კონკრეტული გეგმები ჩამოყალიბდა, თუ რა სჭირდება დღეს ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ჩვენი ოპონენტები აპელირებენ პოპულისტურ განცხადებებზე. ისინი მხოლოდ თავიანთი მხარდამჭერების მობილიზებას ახდენენ - მათთან შეხვედრებით ცდილობენ ფონს გასვლას და ერიდებიან ხალხთან ურთიერთობას" - ეს განცხადება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "პირისპირ" გააკეთა.

,,ზუგდიდის მერი უნდა იყოს ხალხის მერი და  ხალხის გვერდში იდგეს სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტაში. მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალასთან ურთიერთობდე და მოსახლეობას გაურბოდე შიშის გამო , რომ რამე კრიტიკული არ მოისმინო - ეს არის ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი. სამწუხაროდ, ეს ჩვენს ოპონენტებს წინასაარჩევნო ფონად გასდევს" - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

შენგელიამ ხაზი გაუსვა, რომ  მოსახლეობას ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად ჰქონდა.

,,სამწუხაროდ იყო გარკვეული უნდობლობის მომენტები ხალხში და კომუნიკაციის ნაკლებობა.  ამ საკითხის მოგვარებას ვცდილობ რაც შეიძლება მეტი კომუნიკაციით და ახლოს დგომით. მე ყოველთვის  ხელმისაწვდომი ვიქნები მოსახლეობისთვის, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს.  სოფლებში რეგულარულად ვაპირებ სიარულს, რომ ოპერატიულად, მყისიერად და შედეგიანად მოხდეს იმ საკითხების მოგვარება, რაც   ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აწუხებს".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დღის სიახლეები
29 / მარტი 2024
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოიხსნა.
29 / მარტი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს - თბილი და უნალექო ამინდი.
29 / მარტი 2024
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.