ახალი ამბები
ჟურნალისტი მანანა მიქავას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
ჟურნალისტი მერიკო კარტოზია  ზუგდიდელ ბიზნესმენს მანანა მიქავას და აქციის სხვა მონაწილეებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანასაულებს. ჟურნალისტის თქით, მან კითხვა დასვა, ჰქონდა  თუ არა მიქავას მერიის მიმართ სამართლიანი მოთხოვნები, რამაც კარტოზიას მტკიცებით, აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია. მიუხედავად ბრალდებებისა, ის პოლიციაში სარჩელის შეტანას არ აპირებს.

„ეს საქმე კარგად ვიცი და შესაბამისად კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. წამოვიდა აგრესია, ფიზიკურური და სიტყვიერი შეურაცხყოფა“, - ამბობს ჟურნალისტი.

თავის მხრივ, მანანა მიქავა ამბობს, რომ ჟურნალისტი გარკვეული პირების მიერ დაკვეთილ კითხვებს უსვამდა და მის პროვოცირებას სცდილობდა.

„მე მას რამდენჯერმე ვთხოვე დაეტოვებინა ტერიტორია, რადგან არ ვაძლევდი კომენტარს. ისეთ რამეს მეკითხებოდა, რომელიც არ იყო ამ საქმესთან კავშირში. მე სხვა საქმეზე ვიყავი ნასამართლევი და ისიც უკანონოდ ჩამსვეს ციხეში, თუმცა ეს ამ საქმესთან კავშირში არ არის. არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა მე მისთვის არ მიმიყენებია. როდესაც კითხვას მისვამდა, მე საბუთები ვუჩვენე და ვუთხარი, რომ მხოლოდ ამ საკითხზე ვითხოვდი პასუხის გაცემას“, - თქვა მიქავამ.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქციის მონაწილეები „POSTV“-ის ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ და მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. 

ზუგდიდელი ბიზნესმენი მანანა მიქავა დილიდან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავს.

ამავე თემაზე:

აქციის მონაწილეები POSTV-ის ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
Print