ახალი ამბები
გამომსვლელი "ზვიადისტების" ფორუმზე: მიაწვიდეთ ხმა ყველას, არ გვინდა გადამთიელი, მხარს ვუჭერთ ზუგდიდელ გეგას (ვიდეო)
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართული ეროვნული მოძრაობის ფორუმზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა, ეროვნული მოძრაობის წევრმა და ბაღის აღმზრდელმა ნათია იზორიამ შეკრებილებს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, სამეგრელო და ზუგდიდი საფრთხის წინაშეა და ხალხი არ უნდა გადაშენდეს.

„სამეგრელო - ზუგდიდი საფრთხის წინაშეა. აღელვებული ვარ, როგორც დედა. არ ვიცი, ვის უნდა ჩვენი გადაგვარება. ზუგდიდიდან იწყება ჩვენი წარღვნა... მე გთხოვთ, ზუგდიდს ვთხოვ, აღარ გვინდა გადამთიელი და სულ არ მრცხვენია ამის თქმის. ჩვენ გეგას ვუჭერთ მხარს, კომბინატში გაზრდილი კაცია, ზუგდიდელია. გთხოვთ, მიაწვდინოთ ხმა ყველას“, - თქვა სიტყვით გამოსვლისას იზორიამ.

ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მომხრეები არიან შეკრებილები. მათი მტკიცებით, აქ ეროვნული ფორუმი მიმდინარეობს. მათ სკამებზე გაზეთი დახვდათ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის განცხადებებია ზვიად გამსახურდიას შესახებ, ასევე, დარბაზში გამოფენილია „ქართული ოცნების“ დროშა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
24 / აპრილი 2024
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
24 / აპრილი 2024
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.