ახალი ამბები
„ოცნების“ ზუგდიდის შტაბი: თინათინ ბოკუჩავა ან მატყუარაა, ან მცდარ ინფორმაციას აწვდიან
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თინათინ ბოკუჩავას ბრალდებებს მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში უპასუხეს. „ქართული ოიცნების“ წარმომადგენლის ლაშა გვასალიას თქმით, ზუგდიდში მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების მოტყუებით ჩამორთმევასთან დაკავშირებით, ბოკუჩავა ან იტყუება, ან გუნდის წევრები მას მცდარ ინფორმაციას აწვდიან.

„ეს არის მორიგი ტყუილი, რაც თინათინ ბოკუჩავამ გაავრცელა, მას ან ტყუილს ეუბნებიან და ამას აჟღერებს ან მატყუარაა. მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. დაასახელოს ერთი ადამიანი მაინც, ვისთანაც მივიდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. ისინი არიან აგონიაში, რადგან იციან ბოლო გამოკითხვის შედეგები და ცდილობენ, თავიანთი მარცხი რამეს გადააბრალონ“, - აღნიშნა გვასალიამ.

თინათინ ბოკუჩავამ დღეს ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს მოტყუებით ართმევენ, რათა მათ არჩევნებზე მისვლა ვერ შეძლონ.



ამავე თემაზე:

თინა ბოკუჩავა: ზუგდიდში მოქალაქეებს პირადობებს "ქართული ოცნება" მოტყუებით ართმევს


Print