ახალი ამბები
რა მიმართულებით იმოძრავებს ზუგდიდში კიდევ ოთხი ახალი ავტობუსი
ზუგდიდის ავტოპარკს კიდევ 4 ერთეული თანამედროვე სტანდარტების ავტობუსი შეემატა, რომლებიც ოთხი სხვადასხვა მიმართულებით იმოძრავებს. მერიის ინფორმაციით, ხვალიდან, 9 მაისიდან აღნიშნული ტრანსპორტით მგზავრები შემდეგი მიმართულებებით ივლიან:

ზუგდიდი - ცაცხვი;

ზუგდიდი - ინგირი;

რკინიგზის სადგური- ფაიფური;

რკინიგზის სადგური - წისკვილკომბინატი.


ამასთან, მოქალაქეებს ახალ ავტობუსში გადახდის ელექტრონული სისტემით სარგებლობა შეეძლებათ.

მანამდე, რამდენიმე დღით ადრე ზუგდიდში კიდევ ოთხი ახალი ავტობუსი შემოიყვანეს. სულ მუნიპალიტეტის ტერიტორიაზე, ივნისის ბოლომდე 15 ახალი ავტობუსი იმოძრავებს.

Print