ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილმა ზუგდიდში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის ახალი ინიციატივა წარადგინა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელბს შეხვდა და მათ სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და მისი პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ გააცნო. მინისტრის თქმით, პროგრამა უკვე ამოქმედდა და ის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას ახალი შესაძლებლობებისკენ უხსნის გზას.

„ამ შეხვედრაზე მე მივაწოდე მაქსიმალური ინფორმაცია არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენელბს დღეს არსებულ სამშვიდობო ინიციატივაზე, იმ ბევრ სიახლეზე, რაც ბოლო პერიოში განხორციელდა, მათ შორის პროგრამაზე „აწარმოე უკეთესი მომავალისათვის“, რომელიც პირველად არის შექმნილი 25 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის , რომ მათ განახორციელონ ინდივიდულური პროექტები, იყოს ვაჭრობა და გაცვლა-გამოცვლა გამყოფი ხაზების გასწვრივ- ზუგდიდში სადაც არის გამყოფი ხაზი და სადაც ძალიან ბევრი დევნილი ცხოვრობს საბოლო მიზანი არის ის, რომ დავეხმაროთ იმ ადამინებს, რომ ოკუპაციის წნეხს გაუმკლავდნენ. ასევე ვისაუბრე საგანმანათლებლო პროგრამაზე. ზუგდიდში შეიქმნა უპრეცენდენტო სკოლის შემდგომი მოსამზადებელი ცენტრი, რომელშიც უკვე ჩაერთო 150-ზე მეტი ადამიანი ოკუპირებული ტერიტორიიდან. ისინი უგამოცდოდ, უფასოდ, სტიპენდიით მოემზადებიან უმაღლეს საფეხურზე სწავლის გაგრძელებსითვის. ეს კეთდება იმიტომ, რომ ვიცით თუ რაოდენ რთულია განათლების მიღება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რუსიპიკაციის პირობებში წლიდან წლამდე ეს უფრო მარტივი არ ხდება“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს მშვიდობის ხიდების აღდგენას, რომელიც ჩაჩეხილია კონფლიქტით და უკვე ხელოვნური მავთულხლართებით.

შეხვედრა ასოციაცია "იმედი" - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ორგანიზებით მოეწყო და მას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარია საერთაშორისო და არასამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები და იძულებით გადაადგილებული პირები ესწრებოდნენ.



Print