ახალი ამბები
გიორგი შენგელია: ზუგდიდი მშვიდობის ქალაქია, დღეს აქ ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია დაფუძნდა ®
ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია დაფუძნდა. პრემიის პირველი დაჯილდოების ცერემონიალს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან,  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად დაესწრო.

,,ზუგდიდი მშვიდობის ქალაქია დღეს აქ ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია დაფუძნდა. ზუგდიდი ნამდვილად არის ევროპული ქალაქი თავისი წარსულით და მომავლით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერტა და არტურ ფონ ზუტნერების ზუგდიდში გატარებული წლები, მათი კავშირი და ურთიერთობა დადიანების ოჯახთან. მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა  ზუგდიდში, ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრემიის პირველი მფლობელის გამოვლენა, ვულოცავ ქალბატონ ნინო კალანდარიშვილს ამ წარმატებას.

ბერტა ფონ ზუტნერის  პრემიის ფლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და დიდი დატვირთვაც აქვს, ვინაიდან, ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება  კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება  და ჩვენს  აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

დაჯილდოების ცერემონიალი ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. პრემია ყოველწლიური იქნება და ის მშვიდობის დარგში მოღვაწე ადამიანებს გადაეცემა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
24-25 აპრილს, ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში შეზღუდვები დაწესდება.
23 / აპრილი 2024
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
23 / აპრილი 2024
"ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა", - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა"
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.