ახალი ამბები
სენაკში 20-მდე მოსწავლე სკოლიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს
სენაკის მეორე საჯარო სკოლიდან ბავშვთა პოლიკლინიკაში 10-11 წლის 20-მდე ბავშვია გადაყვანილი. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დარეჯან ზარანდიამ უთხრა.

„ბავშვები, რომლებიც გვერდიგვერდ საკლასო ოთახებში იყვნენ, ამბობენ, რომ იგრძნეს სუნი. ისინი საწვავის მსგავს სუნზე საუბრობენ. თავბრუსხვევა აღენიშნებოდათ, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობენ. ჯერჯერობით, არ ვიცით, რას შეეძლო გამოეწვია“,- გვითხრა ზარანდიამ.

მისივე ინფორმაციით, მოსწავლეები საავადმყოფოში რჩებიან.

Print