რეგიონი
სენაკში მოსწავლეების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სენაკში, მეორე საჯარო სკოლაში 20-ზე მეტი მოსწავლის შესაძლო ინტოქსიკაციის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყებაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ საქმე სს კოდექსის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სენაკის მეორე საჯარო სკოლიდან ბავშვთა პოლიკლინიკაში 10-11 წლის მოსწავლეებია გადაყვანილი.







Print