ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ფოკუსირებული უნდა ვიყოთ, რომ ანაკლიის პორტის რეალიზაცია უმოკლეს ვადაში მოხდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელება და მისი რეალიზაციაში შესვლა, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს. ამის შესახებ მან ზუგდიდში გამართული აგრო-ბიზნეს ფორუმის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა. ბახტაძის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური სახელმწიფოს სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია.

„კიდევ ერთხლ მსურს დავარწმუნო საზოგადოება, რომ ანაკლიის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. მეტიც, ჩვენ შევძელით, რომ აღნიშნული პროექტი გაჩნდა ბევრი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სიაში. მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ მისი რეალიზაცია უმოკლეს ვადაში. გრძელდება მოლაპარაკებები კრედიტორებთან, ასევე, კონსორციუმს აქვს ვალდებულებები შესასრულებელი. ფოკუსირებული უნდა ვიყოთ კონკრეტულ შედეგზე, რომ მშენებლობა დაიწყოს მაქსიმალურად მოკლე ვადებში, სწრაფი ტემპით, რომ საქართველომ მიოღოს რაც შეიძლება მოკლე ვადაში ღრმაწყლოვანი პორტი, რათა შევძლოთ ტრანზიტული ფუნქციის სრულფასოვანი ფუნქციონირება. ყველაფერი დამოკიდებულია ვალდებულების შესრულებაზე და მოლაპარაკებებზე, რაც დღესაც მიმდინარეობს“, - განაცხადა ბახტაძემ.

ამავე თემაზე:

აზიის განვითარების ბანკმა შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტში 3 მლრდ დოლარი ჩადოს

Print