ახალი ამბები
გუბერნატორი: ჭკადუაშსა და თამაკონში მეგრული ვაზის უძველესი ჯიშების სანერგე გაშენდება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, უძველესი მეგრული ვაზის ჯიშების სანერგე მეურნეობები მარტვილსა და ზუგდიდში გაშენდება. ამის შესახებ მან აგრო-ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მარტვილის რაიონის სოფელ თამაკონსა და ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკაუდაშში, მეგრული, უნიკალური ვაზის ჯიშების სანერგე მეურნეობები გაშენდება და სწორედ აქედან დავიწყებთ სამეგრელოში მევენახეობის აღორძინებას“,- განაცხადა მხარის რწმუნებულმა.

დადიანების სასახლის ეზოში ორდღიანი აგრო-ბიზნეს ფორუმი დღეს გაიხსნა.
Print