ახალი ამბები
გალის მცხოვრებზე გასცეს „აფხაზური პასპორტი“, სადაც ეროვნებად მეგრელია მითითებული
გალის მცხოვრებმა რობერტ გაწერელიამ მიიღო „აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი“, სადაც გრაფაში ეროვნება მითითებულია მეგრელი. „გალ ტვ“ - ს მან უთხრა, რომ ძველი პასპორტის ახლით ჩანაცვლებისას, მასზე გაიცა დოკუმენტი, რომელშიც მის ეროვნებად ქართველი იყო მითითებული.

ამის შემდეგ გაწერელიამ საპასპორტო განყოფილებას მიმართა თხოვნით, რომ ეროვნების გრაფაში არა ქართველი, არამედ, მეგრელი ჩაეწერათ და ამ გზით „აღედგინათ ისტორიული სამართლიანობა“. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს და მიმდინარე წლის 22 აპრილს, მოქალაქემ მიიღო ახალი პასპორტი, რომელშიც ეროვნების გასწვრივ, მითითებულია მეგრელი.

"წავედი, ჩავაბარე დოკუმენტები, ორი თვის შემდეგ მითხრეს, რომ უფლება მაქვს პასპორტი ავიღო. თავიდან გავაკეთე ყველაფერი... როდესაც ეს პასპორტი მივიღე, არათუ ჩემი სული, ჩემი წინაპრები ხარობდნენ, რადგან ისინი ოდითგანვე ოცნებობდნენ, რომ მეგრელებად ჩაწერილიყვნენ“, - აღნიშნა გალის მცხოვრებმა.

Print