პოლიტიკა
შვილი გირჩევნიათ თუ რძალი?-მაჟორიტარი დევნილებს შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა კულტურის სახლში შეკრებილ დევნილებს მიმართა და გიორგი შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. სიტყვით გამოსვლისას მან შეკრებილებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამეგრელოსა და აფხაზეთს გეზი წინსვლისკენ აქვს აღებული.

"2016 წელს, როცა სანდრა რულოვსი იყო კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან. მან თქვა: მე რძალი ვარო თქვენი (მა ნოსა ვორექ თქვან). გეგა არის ჩვენი შვილი. ნამ გისხუნნა-ნოსა თუ სკუა უდეს? (რომელი გირჩევნიათ, რძალი თუ შვილი სახლში? ) ჩვენს შვილს დავუჭიროთ მხარი, გეგა შენგელიას", - მიმართა მან დევნილებს.

მსგავსი სიტყვებთ დეპუტატმა ამომრჩევლებს  2016 წელსაც მიმართა.

"ვიქნები დეპუტატი, რომელიც თითოეული თქვენგანის ოჯახის წევრი გახდება. ზედმეტს არ დაგპირდებით, გატყუებენ ისინი, ვინც გპირდებიან. მე თქვენი წყალობით გავხდი გამგებელი და ვიმსახურე კეთილსინდისიერად, ასე ვაპირებ გავაგრძელო. ერთს გეტყვით: ის თუ რძალია, მე თქვენი შვილი ვარ", - უთხრა თოლორაიამ ადგილობრივებს.

კომბინატის კულტურის სახლ "ოდიშში" დღეს დევნილებს ჯანდაცვისა და ოკუპირებული ტერიოტორიებიდან დევნილთა მინისტრი დავით სერგეენკო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი რუსლან აბაშიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და მაჟოირტარი დეპუტატები შეხვდნენ.


Print