ახალი ამბები
აფხაზური დელეგაცია დონეცკში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო
აფხაზეთის დელეგაცია, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ვალერი ბგანბა ხელმძღვანელობს, დონეცკში იმყოფებოდა. ისინი თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 5 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ, წერს „ნუჟნაია გაზეტა“.

გამოცემის ცნობით, „რესპუბლიკებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების საქმეში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის“ე.წ. დნრ - ის ლიდერმა დენის პუშილინმა ვალერი ბგანბას „მეგობრობის“ ორდენი, ხოლო „აფხაზეთის საგარეო უწყების“ ხელმძღვანელს დაურ კოვეს - «რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“ სპეციალური ნიშანი გადასცა.


Print