პოლიტიკა
დაპირისპირება ჯიხაშკარში - „ოცნების“ ბრალდებები და ოპოზიციის პასუხი (ვიდეო)
“ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი გაერთიანებულ ოპოზიციას საარჩევნოდ პროვიკაციების მოწყობაში ადანაშაულელბს. შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა მედიასაშუალება Itv-ის კადრები აჩვენა, სადაც ჯიხაშკარში, ზარანდიების საცხოვრებელ სახლთან მომხდარი დაპირისპირებაა ასახული. ჩიქოვანის მტკიცებით, ოპოზიციური გაერთიანების წევრები და მხარდამჭერები, ზარანდეიბს ოჯახის უარის მიუხედავად, მათ სახლში მაინც შეუვარდნენ.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, ბევრი ასეთი შემთხვევა იყო.მინდა მივმართო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ქალაქ ზუგდიდში, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ მათ ჩამოყვანილი, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ზუგდიდზე და არც ზუგდიდელებზე, თუ რა ღირებულებებით ვცხოვრობთ ჩვენ ამ ქალაქში.ნურავინ ნუ გამოიყენებს ამ ქალაქს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შექმნას დაძაბულობის კერები. იმის გათვალისწინები, რომ ნაციონალური მოძრაობა ცხადად აგებს ამ არჩევნებს პირველივე ტურში. მათი მცდელობაა, რომ არიონ სიტუაცია პროვოკაციების გზით საზოგადოების გააღიზიანონ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდად ჩაიაროს ამ ერთმა კვირამ“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, მსგავსი ფაქტების შემთხვევეაში, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართონ.

თავის მხრივ, ბრალდებას უარყოფენ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში. აკაკი მინაშვილმა, რომელიც კადრებში ფიგურირებს, განმარტა, რომ ვიდეო მასალა სრულად არ არის მოწოდებული. მისივე თქმით, ზარანდიებმა თავად მიაყენეს მათ მომხრეებსა და წევრებს შეურაცხყოფა.

„ძალიან სამწუხარო არის, რომ „ქართულო ოცნება“ აგრძელებს სიყალბეს და ეს კადრებიც, არის დამონტაჟებული. ყველაფერი, პირველ რიგში, დაიწყო იქიდან, რომ ეს ადამიანები ჯიხაშკარის მაცხოვრებელებს აშინებენ და ხელს უშლიან საარჩევნო შეხვედრის ჩატარებაში. ჩვენ ვაწარმოებდით კარდაკარ შეხვედრებს, როდესაც ეს ადამიანები - ძმები ზარანდიები გამოვარდნენ აგრესიულად, შეურაცხყოფას აყენებდნენ იქ მყოფ ადამიანებს, გადმოვიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე და მათ შორის,  თავს ესხოდნენ ქალბატონებსაც“, - თქვა მინაშვილმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე დასძინა, რომ აღნიშნული პირები „ქართული ოცნების“ კამპანიაში არიან ჩართულები. მინაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მათი წარმომადგენლები, მათ შორის, რუსლან შამახია ეზოში სიტუაციის განსამუხტად და ზარანდიების დასაწყნარებლად შევიდა.


Print