პოლიტიკა
ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე (ვიდეო)
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიოციის კანდიდატი სანდრა რულოვსი და პარტიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე კამათი რულოვსის მიერ ერთ-ერთი დეპუტატისადმი მიმართვას მოჰყვა.

"გამეცით პასუხი, რას ნიშნავს თქვენი სიტყვები, რომ არჩევნებში მოგების გამო ყველაფერზე წავლენ", - ჰკითხა რულოვსმა უმრავლესობის დეპუტატს გია დანელიას. საკრებულოს წევრმა კანდიდატისთვის პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რადგან სხდომაზე სხვა დეპუტატებმა დაიწყეს ხმაური.


ირაკლი ლაგვილავამ. რომელიც ასევე "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს რულოვსს უთხრა, რომ მას ზვიად გამსახურდიას დარბაზში საუბრის მორალური უფლება არ ჰქონდა.

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა დარბაზი მალევე დატოვა, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება დერეფანშიც გაგრძელდა. 

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა დღეს გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, გია დანელია საუბრობს, რომ ის თათბირს ესწრებოდა, სადაც გაიცა ბრძანება, რომ არჩევნების მოსაგებად ყველაფერზე, მათ შორის, მოსყიდვაზე, ტერორსა და გატაცებაზეც უნდა წავიდნენ.


Print Email
FaceBook Twitter
გადაცემის თემა: ,,დევნილთა უფლებები'' - ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი პროექტები სამეგრელოში.
საქართველოს თხილის წმარმოებელთა ასოციაციამ კომპანია FERRERO - ს („ფერერო“) მხარდაჭერით, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 1200 ოჯახს,
საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა აღნიშნულ ცვლილებას. ამის შესახებ საერთაშორისო
რიკოთის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 ნოემბერს, 08:00-დან 18:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.
დღის სიახლეები
06 / დეკემბერი 2019
ზუგდიდში, ქალაქსა და სოფლებში ქუჩების სახელდებისა  და ნუმერაციის მიზნით სპეციალური ჯგუფი შეიქმნება. აღნიშნული ინიციატივა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ბესიკ ჭეჟიას ეკუთვნის.
06 / დეკემბერი 2019
ზუგდიდის საკრებულომ მერიას დადიანების სასახლესთან არსებული საპირფარეშოს აუქციონზე გატანის ნებართვა მისცა. აღნიშნულ ინიციატივას დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
06 / დეკემბერი 2019
ზუგდიდის საკრებულომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება HYUNDAI SONATA SEDAN სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციას არ გადასცა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 10 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.