პოლიტიკა
ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე (ვიდეო)
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიოციის კანდიდატი სანდრა რულოვსი და პარტიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე კამათი რულოვსის მიერ ერთ-ერთი დეპუტატისადმი მიმართვას მოჰყვა.

"გამეცით პასუხი, რას ნიშნავს თქვენი სიტყვები, რომ არჩევნებში მოგების გამო ყველაფერზე წავლენ", - ჰკითხა რულოვსმა უმრავლესობის დეპუტატს გია დანელიას. საკრებულოს წევრმა კანდიდატისთვის პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რადგან სხდომაზე სხვა დეპუტატებმა დაიწყეს ხმაური.

ირაკლი ლაგვილავამ. რომელიც ასევე "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს რულოვსს უთხრა, რომ მას ზვიად გამსახურდიას დარბაზში საუბრის მორალური უფლება არ ჰქონდა.

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა დარბაზი მალევე დატოვა, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება დერეფანშიც გაგრძელდა. 

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა დღეს გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, გია დანელია საუბრობს, რომ ის თათბირს ესწრებოდა, სადაც გაიცა ბრძანება, რომ არჩევნების მოსაგებად ყველაფერზე, მათ შორის, მოსყიდვაზე, ტერორსა და გატაცებაზეც უნდა წავიდნენ.


Print