ახალი ამბები
აფხაზეთში რუსი სამხედროებისთვის კიდევ 4 საცხოვრებელ სახლს ააშენებენ
აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზების მოსამსახურეებისთვის ბოლო 5 წლის განმავლობაში 50 ინფრასტრუქტურული ობიექტი აშენდა.

სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, ამ პერიოდში აშენდა 34 საცხოვრებელი სახლი რუსი სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის, 10 - ზე მეტი ობიექტი, მათ შორის - საკონტროლო - გამშვები პუნქტი, საყარაულო ნაგებობები, საწყობები და სხვ.

ახლად აშენებულ სახლებში ერთი -, ორი - და სამოთახიანი 450 ბინაა. მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო მოედნები. ამავე ინფორმაციით, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სრულდება კიდევ 4 საცხოვრებელი სახლის, 200 ბავშვზე გათვლილი სკოლის და 150 ადგილიანი ბაღის მშენებლობა.


Print