რეგიონი
დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი დაკავებულია
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე გელა კვარაცხელია სამართალდამცავებმა დააკავეს. ის პოლიციის რაიონული განყოფილების მთავარ სამმართველოში რამდენიმე წუთის წინ მიიყვანეს.

პოლიციის შენობაში შეყვანამდე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერია და მის გამო ციხეში ჩაჯდება. კვარაცხელიამ ასევე თქვა, რომ სანდრა რულოვსს სამეგრელოში არ შემოუშვებს. მისი სიტყვებით, ეს სამეგრელოა და არა ჰოლანდია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის წარმომადგენლების კომენტარს რამდენიმე წუთში გააკეთებენ.



Print