ახალი ამბები
ოპოზიციის წარმომადგენლები საოლქოს თავმჯდომარეს დაუპირისპირდნენ და გადადგომა მოსთხოვეს
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს საგანგებო სხდომის მოწვევა და თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვეს. მათი განცხადებით, არ შეიძლება იმ უკანონობის გარძელება, რასაც, ოპოზიციის მტკიცებით, მესხი სჩადის. დაპირისპირება რამდენიმე წუთი გრძელდებოდა. საბოლოოდ, მირანდა მესხი პოლიიციის დახმარებით საკუთარ კაბინეტში შევიდა. შესვლამდე მან განაცხადა, რომ მათ მოთხოვნებს პასუხს გასცემდა.

ამ დროისთვის მესხის სამუშაო კაბინეტთან, სადაც კომისიის თავმჯდომარე ჩაიკეტა, პოლიციაა მობილიზებული.

მანამდე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის პრესსამსახურის უფროსს დაუპირისპირდნენ. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მხარდამჭერს ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, თუ სად იყო ასეთ დროს მათი მერობის კანდიდატი. პაატა ლაგვილავამ ტერიტორიიდან მისი გაყვანა სცადა, რის შემდეგაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამჯერად მას ჰკითხეს, რატომ არ იმყოფებოდა საოლქოსთან გიორგი შენგელია.

„ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებმა ტერიტორია მალევე დატოვეს.

ამავე თემაზე:

საოლქოს ორი წევრი საგანგებო სხდომის ჩატარებას ითხოვს
Print