ახალი ამბები
საოლქოს თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ წუთებში საოლქოს ოპოზიციონერ წევრებსა და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. მირანდა მესხმა თავად მოითხოვა, რომ შეხვედრას სწორედ ის პირები დასწრებოდნენ, ვინც საგანგებო სხდომის ჩანიშვნაზე განცხადება შეიტანა.

ჟურნალისტები შეხვედრის დასრულებას კაბინეტს გარეთ ელოდებიან, რადგან მედიას მასზე დასწრების საშუალება არ მიეცა.

მირანდა მესხს საოლქოს წევრებთან ერთად თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, ბაჩუკი ქარდავა და ხატია დეკანოიძე ხვდებიან.
Print