ახალი ამბები
ცესკო: ვაკვირდებით ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ცესკო ყურადღებით აკვირდება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს; მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, არ გასცდნენ საკანონმდებლო ჩარჩოს, იმოქმედონ კომპეტენციის ფარგლებში და მისცენ საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის საშუალება, რომელიც ახორციელებს საქმიანიბას კანონმდებლობის მიხედვით; აღსანიშნავია, რომ ცესკო და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მოქმედებდა და იმოქმედებს კანონის ფარგლებში. 15 მაისს, დღის პირველ ნახევარში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ცესკოს პოზიციისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ“, - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მირანდა მესხის შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა
Print