რეგიონი
გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის საოლქო კომისიასთან აქციას გამართავს
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს 12 :00 საათზე #67 ზუგდიდის საოლქოსთან აქციას გამართავენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კობა ნაყოფიას თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომაა. მისი თქმით, მესხმა უბნებზე სამაგიდო სიები და ბეჭდები კანონით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე გასცა.

"ქართულმა ოცნებამ" საოლქო საარჩევნო კომისია გადააქცია თავის პირად ოფისად. ამის მომსწრენი ჩვენ ყველანი გავხდით. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სიების და ბეჭდების უმრავლესობა მოვაბრუნებინეთ და ეს პროცესი გრძელდება და მას ადგილზე ჩვენი წარმომადგენლები დასწრებიან", - აცხადებს ნაყოფია.

წუხელ რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაური და დაპირისპირება იყო საოლქო საარჩევნო კომისიაში. ოპოზიცია საარჩევნო დოკუმენტების გაცემას აპროტესტებდა. მათი მოთხოვნით, სიების ნაწილი უბნებიდან მოაბრუნეს.

თავის მხრივ, მირანდა მესხი აცხადებს, რომ სამაგიდო სიებისა და სხვა ინვენტარის გაცემა არჩევნებიდან ოთხი დღით ადრე კანონდარღვევა არ არის. მისი თქმით, სამაგიდო სიები არ გაიცემა დალუქულ მდგომარეობაში, ხოლო ბეჭდები კომისიების თავმჯდომარეებს დალუქულ მდგომარეობაში ჩაბარდა.

ამავე თემაზე:

ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მირანდა მესხის შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა

ოპოზიციის წარმომადგენლები საოლქოს თავმჯდომარეს დაუპირისპირდნენ და გადადგომა მოსთხოვეს
Print