ახალი ამბები
“ოცნების შტაბი” საოლქოში მიმდინარე პროცესებზე: ენმ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს
“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის წარმომადგენლების განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს. ასე შეაფასა შტაბში გამართულ ბროფინგზე #67-ე ზუგდიდის საოლქო კომისიაში არსებული ვითარება ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, ცესკომ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ არცერთი ნორმატიული აქტი არ დარღვეულა.

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ენმ არის დესტრუქციული ძალა და ცდილობს არეულობის შემოტანას, თუმცა, აქ ჩამოსულ ადამიანებს არ გაუვათ ქალაქის რიტმის შეცვლა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი დარღვეული არ ყოფილა და ოპოზიციამ დეზინფორმაცია გაავრცელა, რომ არ ყოფილიყო დამატებით კითხვები, ცესკო ხელახა გამოაგზავნის ბეჭდებს. ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემა, რადგან მათ კარგად იციან, რომ „ქართული ოცნება“ იგებს და ენმ ცდილობს, აჟიოტაჟით უშინაარსო და უშედეგო საარჩევნო კამპანიის გამო მსგავსი პროვოკაციებით დაკავდნენ“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, შტაბს მათი მხარდამჭერები იდენტიფიცირებული ჰყავს და „ოცნება“ არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს. გარდა ამისა, ჩიქოვანმა დასძინა, რომ საოლქო საერთაშორიო ორგანიზაციებს მიმდინარე მოვლენების შესახებ სრულად მიაწვიდს ინფორმაციას.

Print