პოლიტიკა
ნიკა მელია: გამოძიების დასრულებამდე გია დანელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ვითხოვთ
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ოპოზიციას რამდენიმე მოთხოვნა აქვს. მან რადიო "ათინათს" უთხრა, რომ გარდა მირანდა მესხის გადადგომისა, ისინი საკრებულოს წევრის გია დანელიას უფლებამოსილების შეწყვეტასაც ითხოვენ.

"ეს არის დანაშაულებრივი სქემა, ივანიშვილის დაშინებისა და მუქარის რეჟიმი. ჩვენ ვითხოვთ ქალბატონ მესხის გადადგომას, რომელიც მხილებულია არჩევნების გაყალბების მცდელობაში. ასევე, გამოძიების დასრულებამდე აუცილებლად შეუწყდეს უფლებამოსილება დანელიას, რომელმც გაახმოვანა ოცნების დანაშაულებრივი ქმედებები. გარდა ამისა, მოვითხოვთ, რომ დააკავონ მოძალადეები, რომლებიც გუშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ ადამიანებს. ასევე, მოვუწოდებ გეგა შენგელიას, რომ გამოვიდეს და ან გაემიჯნოს ამ ყველაფერს, უკანონობას, რაც ხდება, ან თქვას, რომ მონაწილეობს ამ უკანონო სქემაში. ", - თქვა მელიამ.

ამ წუთებში საოლქო კომისიის შენობის წინ შეკრებილებს გაერთიანების ლიდერები მიმართავენ.

ამავე თემაზე:

რატომ დაუპირისპირდა ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიცია და „ოცნება“ საკრებულოში (ვიდეო)
Print