რეგიონი
თენგიზ ჯგუშიას მოქალაქემ სანთებელა ესროლა
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს თენგიზ ჯგუშიას, რომელიც "ქართული ოცნების" შტაბთან მიმდინარე აქციის მონაწილეებთან მივიდა, მოქალაქემ სანთებელა ესროლა. დაკავებულის ბესიკ დგებუაძის ახლობლების თქით, ის აქციის მონაწილე არ არის და შესაძლოა, პროვოკატორი იყოს.

"აქცია არ არის პოლიტიკური ხასიათის. ჩვენ მხოლოდ ბესიკის გათავისუფლებას ვითხოვთ",- თქვა დაკავებულის ოჯახის წევრმა.

მოქალაქე სამართალდამცავებმა 166-ე მუხლით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბთან დგებუაძეებმა საპროტესტო აქცია მათი შვილის გათავისუფლების მოთხოვნით, დაახლოებით, 1 საათის წინ დაიწყეს.

Print