ახალი ამბები
ზუგდიდში ბესიკ დგებუაძის მხარდამჭერები "ქართული ოცნების" შტაბთან რჩებიან
ზუგდიდში, "ქართული ოცნების" შტაბთან, დაკაავებული ბესიკ დგებუაძის მხარდამჭერები ისევ არიან შეკრებილები და დაშლას არ აპირებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის მამამ ვლადიმერ დგებუაძემ უთხრა. მისივე ინფორმაციით, იგი ადვოკატებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციაში შსს მინისტრის მოადგილეს ლევან კაკავას შეხვდა და შვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"როგორც გვითხრა, არ იყო საქმის კურსში. საქმის არსი გავაცანი და შემპირდა, რომ მინისტრს გადასცემდა ინფორმაციას. ველოდებით აქ პასუხს, არ ვიშლებით" , - ამბობს დაკავებულის მამა.

ბესიკ დგებუაძე გასული წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მოგვიანებით, ის ძმასთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, ბესიკ დგებუაძეს ქუთაისის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. დგებუაძეს ბრალი 120-ე და 370-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

შს მინისტრის მოადგილე, სავარაუდოდ, დაკავებულის ოჯახის წევრებს ხვდება

Print