რეგიონი
ჟურნალისტების ნაწილს საკრებულოს შენობაში არ უშვებენ (ვიდეო)
კარების გაღების შემდეგ ზუგდიდის საკრებულოს შენობაში შესვლა მხოლოდ მედიის ნაწილმა შეძლო, ნაწილი კი კარებთან ელოდება. შენობაშია ენმ-ის ფრაქციის ლიდერი ანა წითლიძე, რომელიც ითხოვს მედიის შეშვებას.

კარებს სამართალდამცავები იცავენ. ენმ-ს წარმომადგენლებს დღეს საკრებულოში დანელიას უფლებამოსილების შესაჩერებლად რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით განცხადება შეაქვთ.


ამავე თემაზე:

ოპოზიციას დანელიასთვის უფლებამოსილების შესაჩერებლად საკრებულოს სხდომის დანიშვნას ითხოვს
Print