პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: ‘ნაციონალურ მოძრაობას” ზუგდიდის შეურაცხყოფა არ გაუვა ®
ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და წევრების მიერ საკრებულოს შენობაში შეჭრის ფაქტს მორიგ პროვოკაციად აფასებს ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი. ჩიქოვანი მომხდარს ამაზრზენს და ზუგდიდელებისთვის შეურაცხმყოფელს უწოდებს.

,,ის, რაც ზუგდიდში მოხდა არის ამაზრზენი და უტიფარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის. ნაციონალური მოძრაობა, ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობს, საარჩევნო პროცესი დისკრედიტაციას და ცდილობს აქ მცხოვრები ადამიანების შეურაცხყოფას ჩამოყვანილი ხალხით. საარჩევნო პროცესი წარმოება შეუძლია ყველას თავისუფლად და მშვიდად. მათ შეუძლიათ მიმართონ პოლიციასაც, საკრებულოსაც, გამგეობასაც, საოლქო კომისიასაც, ამაში ხელს არავინ არ უშლით, მათი პრობლემა ის არის, რომ ყველა ასეთი ფაქტიდან მათ უნდათ გამოიყვანონ პროვოკაცია და შექმნან უაზრო აურზაური, ნაციონალურ მოძრაობას ეს აქ არ გაუვა, ამ ქალაქის შეურაცხყოფა არ გაუვა, დაიღალა ეს ქალაქი იმით რომ ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდიდან ქმნის გამოსაცდელ პოლიგონს, ეს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება 19 მაისს” განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ზუგდიდის საკრებულოს შენობაში შევარდნას, პროვოკაციულ ქმედებად აფასებს და ამბობს რომ ყველა უნდა გაემიჯნოს ძალადობას, ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით საკრებულოში წერილი შეტანას ერთი ადამიანი სჭირდებოდა და არა 200 აქტივისტი, რომელიც პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ: „ ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, აბსოლუტურად ყველა ფაქტზე მიმართული გვაქვს სამართალდამცველი ორგანოებისთვის. აბსოლუტურად ყველა ფაქტზე ან დაწყებულია გამოძიება ან დაკავებულები არიან ადამიანები. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ ზუგდიდში შეინარჩუნოს მშვიდობა, ასევე მივმართავ ყველა ჩვენს მხარდამჭერს და პირდაპირ ვეუბნები მათ რაოდენ მძიმე არ უნდა იყოს პროვოკაციები, რომლებზეც ,,ნაციონალური მოძრაობა“ მოდის, გამოიჩინეთ სიმშვიდე, ნებისმიერ შემთხვევაში მიმართეთ სამართალდამცველებს და მხოლოდ რამდენიმე დღე დაგვრჩა, რომ ესენი ავიტანოთ ჩვენს ქალაქში, 19 მაისს ეს ყველაფერი დამთავრდება” - განაცხადა ფაქტზე ჟურნალისტებთან კომენტირებისას ირაკლი ჩიქოვანმა.

ამავე თემაზე:

მამუკა წოწერიას ენმ-ს მოთხოვნაზე: არ არსებობს სამართებლივი საფუძვლები, რომ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდეს


Print