ახალი ამბები
საოლქოში კომისიის სხდომა ხმაურით მიმდინარეობს
#67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან ხმაურით დაიწყო. ოპოზიციას განსახილველად რამდენიმე საკითხის დაყენება სურს, მათ შორის, იმ ვიდეო მასალის ,რომელიც ოპიზიციის მტკიცებით, საოლქოდან ბეჭდების გაცემის ფაქტებს ასახავს. მათი ინფორმაციით, ბეჭდები კომისიის თავმჯდომარეებს სახლში ჰქონდათ და არა უბნებზე, დალუქულ მდგომარეობაში.

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა, კომისიის წევრებმა განიხილონ საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის საკითხი. გაერთიანებული ოპოზიცია მირანდა მესხს არჩევნების გაყალბების მცდლობაში ადანაშაულებს.

მესხის განცხადებით, აღნიშნულ საკითხების განხლვის მოთხოვნით, გარეთიანებულმა ოპოზიციამ შესაბამისი განცხადება უნდა შემოიტანოს. მანამდე, მან ასევე განაცხადა, რომ კანონი არ დაურღვევია და გადადგომას არ აპირებს.

ამავე თემაზე: გაერთიანებული ოპოზიციის წევრები საოლქოში კომისიის სხდომაზე თავმჯდომარის გადაყენების საკითხს დააყენებენ


Print