პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე გია მხეიძის შესახებ: თუ კონკრეტული მტკიცებულებები აქვთ, გაასაჯაროონ
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას აბრალებს იმას, რასაც თავად აკეთებდა. მისი თქმით, ენმ-ის სტილია განსხვავებული აზრის გამო ადამიანების დევნა, დაპატიმრება, მედიის კონტროლი და ელიტური კორუფცია. ამის შესახებ თალაკვაძემ გაი მხეიძის ჯიხაშკარში ყოფნის კომენტირებისას გააკეთა.

"მხეიძის და სხვა ნებისმიერ მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც კანონიერადაა დაინტერესული ზუგდიდში არჩევნებით, ხმას აძლევს აქ და მონაწილეობს კამპანიაში, თუ აქვთ მტკიცებულებები, იციან, რომ უნდა მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს ან გაასაჯაროვონ მტკიცებულებები“, - განაცხადა თალაკვაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლებამ საარჩევნოდ ჯიხაშკარში ზვიად გამსახურდიას დევნასა და ლიკვიდრებაში მხილებული და 2016 წელს ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარჩევაში ბრალდებული გია მხეიძე ჩამოიყვანა.

Print