ახალი ამბები
ზუგდიდის პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობასთან გაერთაინებული ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები აქციას მართავენ. ისინი პოლიციის უფროსი ირაკლი ფაცაციასგან დადიანების სასახლის ეზოში 14 მაისს მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებას ითხოვენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მომხდარზე მხოლოდ ერთი პირია დაკავებული, მაშინ როდესაც ინციდენტში გაცილებით მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ამ წუთებში შეკრებილებს სიტყვით გაერთიანების წევრი ლევან ხაბეიშვილი მიმართავს. მისი თქმით, მათი პარტიის წევრებზე თავდასხმები შს მინისტრის დავალებით ხორციელდება და ადგილზე მას ფაცაცია ახორციელებს.

"გამოვიდეს ფაცაცია და გაგვცეს პასუხი, რატომ არ აკავებენ ინციდენტის მონაწილე ყველა პირს", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი გელა კვარაცხელია იმ დღესვე დააკავეს.

14 მაისს ზუგდიდში დადიანების სასახლოს ეზოში გაერთიანებული ოპოზციის ჯანდიდატის სანდრა რულოვსის ჩაწერისას გადამრებ ჯგუფს დაუპირისპირდნენ. ფოტოგრაფს და ოპერატორებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

Print