ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბი: გვსურს, ზუგდიდი არ იყოს საცდელი პოლიგონი და ბატალიების ეპიცენტრი
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადასულია დესტრუქციულ ქმედებებზე. ის მოუწოდებს ამომრჩევლებს, მშვიდად შეხვდენ პროვოკაციებს.

„ენმ-ს წაგებული აქვს არჩევნები და ცდილობს, დისკრედიტაცია მოახდინოს პროცესის. ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო თანამეგობრიბასთან. ფაქტია, რომ ენმ გათვლას აკეთებს არა ზუგდიდელებზე, არამედ მათზე, ვის ჩამოყვანასაც გეგმავენ. ჩვენ გვსურს, რომ არჩევნები მშვიდად ჩატარდეს და არ იყოს საცდელი პოლიგონი და ბატალიების ეპიცენტრი. ორგანიზებულად ვემზადებით საარჩევნოდ, რადგან 19 მაისს დამაჯერებლად ვიმარჯვებთ.ყველა, ვინც ჩვენ მიერაა იდენტიფიცირებული, მოვა არჩევნებზე“, - უთხრა ჟურნალისტებს ჩიქოვანმა.




Print