ახალი ამბები
ზუგდიდის პოლიციასთან აქცია დასრულდა
გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ლევან ხაბეიშვილი ზუგდიდის პოლიციის შენობაში შესვლას ითხოვდა, თუმცა მას  ამას საშუალება არ მიეცა. ხაბეიშვილს  განუმარტეს, რომ ხელმძღვანელი პირები ადგილზე არ იყვნენ და შესაბამისად, მას ვერ გასაუბრებოდნენ. ხაბეიშვილის თქმით, პოლიციის უფროსთან ირაკლი ფაცაციასთან კითხვები ჰქონდა, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო დაკავებული საკრებულოს დეპუტატი გია დანელია, რომელიც მისი მტკიცებით, „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში არჩევნების, სავარაუდოდ გაყალბებასა და ადამიანის გატაცებაზე საუბრობს.

„ერთი კაციც არ არის პასუხისმგებელი, ხალხნო მართალა მძიმე რეალობაა. ირგვლივ რამდენი პოლიციელი დგას  და აქვე დგას ავტომანქანებიც, ამბობენ, რომ აქ არავინ არ არის. რა გასაკვირია, ზუგდიდის შენობაში კი არა ქვეყანაში არ არის პასუხისმგებელი პირი, ვისაც რამეზე აქვს პასუხი“, - ამბობს ის.

ლევან ხაბეიშვილს ასევე ჰქონდა კითხვები, თუ რატომ არ არიან დაკავებული 14 მაისს, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარი ინციდენტის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.

ამავე თემაზე:
ზუგდიდის პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
Print