რეგიონი
კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 მოზარდი დაშავდა (ფოტო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი ერთ - ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა, რის შედეგადაც, მანქანაში მყოფი 7 ადამიანი დაშავდა. სავარაუდოდ, ისინი უფროსკლასელები არიან. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.


ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ისინი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფებიან. მისივე თქმით, მათ შესაბამისი კვლევები და კონსულტაციები უტარდებათ.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. 

ამ დროისათვის ზუგდიდისკენ მომავალი გზის გარკვეულ მონაკვეთზე საცობია. მოძრაობას სამართალდამცავები არეგულირებენ. ადგილზე ექსპერტ - კრიმინლისტები მუშაობენ.


Print