პოლიტიკა
სანდრა რულოვსი: თუ ზუგდიდში დავამარცხებთ ივანიშვილს, მისი მთავრობის დასასრულის დასაწყისი იქნება (ვიდეო)
განმუხურის ამფითეატრში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსი გაერთიანების ლიდერებთან ერთად მხარდამჭერებს შეხვდა. მათ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და უთხრეს, რომ 19 მაისს არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან. თავად სანდრა რულოვსის თქმით, ივანიშვილი 19 მაისს დროულად ვერ დაიძინებს, რადგან ამ დღეს სანერვიულო ექნება.

„ხალხი წინასწარ მილოცავს, დღეს შამპანურიც გახსნეს. მე ნამდვილად ვგრძნობ, რომ გამარჯვებულია ჩვენი გუნდი. ზუგდიდი იქნება ივანიშვილის გარეშე და მალე საქართველოც იქნება ივანიშვილის გარეშე. აქ ჩვენ თუ დავამარცხებთ ივანიშვილის რეჟიმს, ეს იქნება მისი დასასრულის დასაწყისი. გპირდებით, რომ 19 მაისს დროულად ვერ დაიძინებს ივანიშვილი, მთელი ღამე ინერვიულებს. მას არ უნდა სტაბილურობა, არ უნდა, რომ ჩემი მერობის შემთხვევაში ოქროს ხანა იქნება ზუგდიდში“, - აღნიშნა რულოვსმა.

მან ასევე მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მეუღლე „ლამის ემიგრანტების პრეზიდენტია. რულოვსის თქმით, სააკაშვილის ოცნებაა, რომ ზუგდიდი და ლაზიკა გამოცოცხლდეს და გახდეს ქვეყნის მამოძრავებელი ძალა.
„ჩვენს ოჯახში დაიბადა ამ სანაპიროს განვითარების იდეა. რაც ჩვენს ოჯახში იბადება, აუცილებლად ცოცხლდება და ვითარდება. ლაზიკა უნდა ყოფილიყო ნახევარ მილიონიანი ქალაქი, შავი ზღვის მარგალიტი“- დასძინა კანდიდატმა.

მისი მხარდაჭერისკენ ამომრჩევლებს გაერთიანების ლიდერებმა მოუწოდეს. ნიკა მელიას თქმით, ზუგდიდის მერის არჩევნებზე გადის ქვეყნის უკეთესი მომავალი.

„პოლიტიკა არა ურთიერთდაპირისპირების, კინკლაობის, ქიშპობის, არამედ პოლიტიკა დასაქმების, ინფრასტრუქტურული განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების წესის. ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც შეუძლია და უნდა აკეთოს სანდრა რულოვსს. ჩვენ ყველამ ამაში ხელი უნდა შევუწყოთ. ეს არ არის უბრალოდ არჩევნები. ზუგდიდზე გადის ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი. ეს არის ისტორიული შანსი. ბიძინა ივანიშვილს მინდა გავუგზავნო გაფრთხილება. ბიძინა ივანიშვილო, თქვენ გახსოვთ, როგორ იძალადეთ კორცხელში, ყველა კუნთმაგარი ბიჭი ჩამოიყვანეთ და რა დაატრიალეთ კორცხელში, მაგრამ მაინც დაგამარცხათკორცხელმა და ასე დაგამარცხებთ მთელს რაიონში, იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეხვედრა განმუხურის ამფითეატრში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სანდრა რულოვსმა გიორგი შენგელია დებატებისთვის სწორედ აღნიშნულ ადგილას მიიწვია. თავად გეგა შენგელია კი მას დებატებზე საზოგადოებრივი მაუწყებელში იწვევდა.

ამავე თემაზე:

ნიკა მაჭუტაძე: სამეგრელომ უნდა დააბრუნოს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
24-25 აპრილს, ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში შეზღუდვები დაწესდება.
23 / აპრილი 2024
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
23 / აპრილი 2024
"ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა", - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა"
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.