ახალი ამბები
გუშინ ავარიაში დაშავებული მოზარდებიდან ერთ-ერთი თბილისში გადაიყვანეს
ზუგდიდში, სოფელ კახათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდებიდან ერთ-ერთი, რომლის მდგომარეობა მძიმე იყო, კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. დანარჩენი 7 უფროსკლასელი კი რეფერალურ ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას.

საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერ სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ორი მათგანი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, დანარჩენები კი პალატებშია მოთავსებული.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ავარიის შედეგად დაშავებული ერთ-ერთ ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზეა

Print