ახალი ამბები
67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაურია
67-ე ზუგდიდის საოლქო კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე დასრულდა. გადასატანი ყუთის სიები ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, საოლქოს წევრებმა დაამტკიცეს. ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები მედიასთან ერთად დერეფანში რჩებიან, რადგან სამართალდამცავები მათ სამდივნოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

რამდენიმე წუთის წინ მედიის წამომადგენლებს საშუალება მიეცათ, საოლქოს თავმჯდომარესთან შესლიყვნენ, თუმცა მესხმა განაცხადა, რომ „ასეთ სიტუაციაში მუშაობა შეუძლებელია“, რის შემდეგაც ჟურნალისტები მისი ჩაწერის საშუალება არ მიეცათ.

რაც სეეხება დაცვის პოლიციის მობილიზებას, მესხმა თქვა, რომ სამართალდამცავები აქ უსაფრთხოების გამო იმყოფებიან.







Print