რეგიონი
გიორგი ვაშაძე: „ოცნება“ იგონებს გაყალბების ახალ მექანიზმს, ჩვენ გვაქვს პრევენციის ახალი მექანიზმი
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ არჩევნების გაყალბების პრევენციის სქემა წარმოადგინა, რომელიც რამდენიმე მექანიზმისგან შედგება. მისი ინფორმაციით, კენჭისყრის დღეს სამი სხვადასხვა კომპონენტი ამუშავდება.

„ერთი არის ცხელი ხაზი, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეკვა და ინფორმაციის მოწოდება, მეორე მექანიზმის მიხედვით, ყველას შეეძლება, რომ ონლაინ (dzalaertobashia.ge) დატოვოს შეტყობინება, ნებისმიერი სახის მასალა, რაც დარღვევების რუკაზე აისახება, შემდეგ უკვე მობილური ჯგუფები ადგილზე მოახდენენ შესაბამის რეაგირებას. მესამე ახალი მექანიზმი კი მდგომარეობს იმაში, რომ ჩაირთვება 200 ლაივ კამერა უბნების შიგნით და გარეთ, რომელიც საარჩევნო დარღვევებს პირდაპირ ეთერში დააფიქსირებს. ცხელი წერტილები სანდრა რულოვსის ფეისბუქ გვერდზე, დანარჩენი კი „ზუგდიდი2019“ -ის  გვერდზე განთავსდება. ამ დარღვევებზეც მოვახდენთ მყისიერ რეაგირებას. მთავარია, ჩავერთოთ ყველა“, - აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ამ მექანიზმების გამოყენებით არჩევნების გაყალბების პრევენციაა შესაძლებელი.



Print