ახალი ამბები
გია დანელია პროკურატურაში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე იკითხება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გია დანელია ამ წუთებში რაიონულ პროკურატურაში იკითხება. პროკურატურის ინფორმაციით, მას ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კითხავენ. თავად დანელია გავრცელებულ ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს.
{{VIDEO}}
"ეს ჩანაწერი არის მონტაჟი და არ შეესაბამება რეალობას. 2 წლის წინ, საუბარი მქონდა ბაადურ რაფავასთან. ვფიქრობ, რომ ჩვენი საუბარი, ანუ ჩანაწერი გაკეთებულია, სავარაუდოდ, მის მიერ. მოვუწოდებ, რომ თქვას სიმართლე, რაზე იყო საუბარი", - უთხრა ჟურნალისტებს დანელიამ.

საგამოძიებო უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმეზე პროკურატურა ექსპერტიზის შედეგებს ელოდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება 14 მაისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე დაიწყო. გამოძიებამ უკვე გამოკითხა ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია, რომელიც, თითქოს აღნიშნულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს. გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს

Print