ახალი ამბები
სანდრა რულოვსის ჩაწერისას მომხდარ ინციდენტში მონაწილეს პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდში, 14 მაისს მომხდარ ინციდენტში მონაწილე გელა კვარაცხელიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში უთხრეს. მათივე ცნობით, გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო. 

დადიანების სასახლის ეზოში გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ჩაწერეის დროს ინციდენტი მოხდა. რამდენიმე ადამიანმა გადაღების უფლებას არ მისცა ოპერატორს და ფოტოგრაფს. ისინი გადამღები ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს ფიზიკურადაც შეეხნენ. პოლიციამ კვარაცხელია ინციდენტიდან მეორე დღეს დააკავეს.

ამავე თემაზე:

დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი დაკავებულია
Print