პოლიტიკა
ჩიქოვანი: სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, ზუგდიდში არჩევნები მაინც წაგებული აქვთ
“ქართული ოცნების” ზუგდიდის  საარჩევნო შტაბის ხელმძღვანლის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, მათი მერობის კანდიდატი 12%-ით იმარჯვებს. ამის შესახებ მან საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისვე თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციაში  საარჩევნო პროცესების დესტრუქციისთვის ემზადებიან.

„ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება არა არჩევნებითვის, არამედ საარჩევნო პროცესის დესტრუქციისთვის. ამის ნათელი მაგალითია ის ბოლო პერიდში განვითარებული მოვლენები, რომელიც უკვაშირდება საოქლო სარჩევნო კომისიას. ისინი ცდილობენ დესტრუქცია შეიტანონ კომისიის მუშაობაში და შეუქმნან პრობლემები საარჩევნო პროცესს. ჩვენს ხელთ არსებული ყველა კვლევით ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის პირობებში, ჩვენი კანდიდატი ზუგდიდში დამაჯერებლად იმარჯვებს, ზუსტად ანალოგოური ინფორმაცია აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და რუსთავი 2-ს. ზუგდიდში ისეთი ვითარება გვაქვს, სააკაშვილმა მეგრულადაც, რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი არ უშველის. ამის დასტურია ისიც რომ "რუსთავი 2" -მა არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოაქვეყნა კვლევა, სადაც საუბარია 2020 წლის არჩევნების განწყობებზე და ერთი სიტყვაც არ აქვთ ნათქვამი ზუგდიდში მიმდიბარე არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე ინფორმაციით, "ეისითის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, "ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია 12%-იანი სხვაობით უგებს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს სანდრა რულოვსს.



Print