პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: ტყუილია, რომ რამე კვლევა არსებობს, რომლის მიხედვითაც შენგელია იგებს
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, არჩევნებში არა „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი შენგელია, არამედ სანდრა რულოვსი იმარჯვებს. ამის შესახებ გაერთიანების შტაბში დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.

„ტყუილია, რომ რაიმე კვლევა არსებობს რომელშიც „ოცნების“ კანდიდატი რამეში იგებს საერთოდ. ეს ისეთი ტყუილია, საპრეზიდენტო არჩევნებში რომ აცხადებდნენ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას. ჩვენ კი ვნახეთ, რომ მან მხოლოდ 38 პროცენტი აიღო, მოსყიდვების მიუხედავად. სიმართლე კი ის არის, რომ დამაჯერებლად იგებს სანდრა რულოვსი. როგორ ჩანს, აგონიაში მყოფ ხელისულებას ტყუილების მეტი არაფერი დარჩენია. ტყუილია ისიც, რომ ჩვენი მხარდამჭერები სადმე აგრესიულად იქცევიან. არცერთი მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. აგრესიულად იქცევიან „ქართული ოცნების“ დაქირავებული ადამიანები. სანდრა რულოვსს უვარდებიან და ჟურნალისტებს აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას“, - აღნიშნა ვაშაძემ.

“ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბში კი აცხადებენ, რომ მათი მერობის კანდიდატი 12%-ით იმარჯვებს.
Print