რეგიონი
„ოდიშის“ ჟურნალისტს ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს
ტელეკომპანია „ოდიშის“ ჟურნალისტს, გადაცემა "ლუსტრაციის" წამყვანს ლევან თორიას შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარუდგინა. ამის შესახებ თორიამ რადიო „ათინათს“ თავად უთხრა. თორია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ თავს იცავდა.

„გვირტყამდნენ და ვცდილობდი, თავი დამეცვა მათგან. იძულებული ვიყავი, მომეგერიებინა. თავად მოგვვარდნენ, იგინებოდნნენ და გვირტყამდნენ", - აღნიშნა თორიამ.

შს სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 მაისს, ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს. ფაქტთან დაკავშირებით ამ დროისთვის გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

ლევან თორია დღეს ზუგდიდის მთავარ სამმართველოში დილიდან, 8 საათის განმავლობაში იკითხებოდა. ამავე საქმეზე სამართალდამცავებმა დღეს მეორედ მოწმის სახით დაკითხეს "ოდიშის" ოპერატორი ზვიად აბლოთია.

ამავე თემაზე:

სანდრა რულოვსის ჩაწერისას მომხდარ ინციდენტში მონაწილეს პატიმრობა შეეფარდა

Print