არჩევნები
ხატია დეკანოიძე: დაზარალებულმა მოასწრო და ფოტო გადაუღო იმას ვინც იარაღი დაუმიზნა და ჰაერში გაისროლა
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობა უკვე დატოვეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ხატია დეკანოიძემ და თინათინ ბოკუჩავამ. დეკანოიძის ინფორმაციით, მათმა წარმომადგენელმა #87-ე უბანზე ზოია ქვარცხავამ იმ პირებისთვის ფოტოსურათის გადაღება მოასწრო, ვინც მას იარაღი ჯერ დაუმიზნა და შემდეგ ჰაერში გაისროლა. მათივე ინფორმაციით ფოტომასალა გამომძიებლებს გადაეცათ. ქვარცხავას სამმართველოშში ამ წუთებშიც კითხავენ. 

"მე ახლა არ მაქვს ინფორმაცია, კონკრეტულ პირებთან დაკავშურებით მოხდა თუ არა მანქანების იდენტიფიცირება, სად არიან ვინ არიან, ვინაიდან ქალბატონი იყო ძალიან აღელვებული. მე და თინა ბოკუჩავა შევყევით, რადგან ცუდად გრძნობდა თავს. სანამ გამოვიდოდი პოლიციამ მაცნობა, რომ ჯერჯერობით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები არ დასრულებულა. ეს ქალი არის პატრიოტი და თავისი საქმის პროფესიონალი. მე ვნახე ეს ქალბატონი თუ რა ვითარებაში იყო ამ ინციდენტის შემდეგ. ჯერ მოუშვირეს და მერე ჰაერში გაისროლეს, ამიტომ ეს ადამიანი ვნახე ძალიან აღელვებულ მდგომარეობაში. ნებისმიერ ძალადობის ფაქტზე პასუხისმგებელია ხელისუფლება.არ ვიცი ამ ფაქტს რა უძღოდა წინ. მუშაობდა თავისთვის, მოგეხსენებათ წინასაარჩევნო პროცესია. არ ვიცი რატომ შეიძლება დაუმიზნო ოპოზიციური პარტიიის წარმომადგენელს იარღაი და ჰაერში გაისროლო", -ამბობს დეკანოიძე.

ოპოზიციური გაერთიანება საქმის დაუყონებლივ გამოძიებას ითხოვს.

ამავე თემაზე:

თინა ბოკუჩავა: იდენტიფიცირებულია მანქანა, სადაც მსხდომებმა ჩვენი კომისიის წევრის მიმართ გაისროლეს


Print